პარასკევი, 26.04.2024, 09.27.52
მოგესალმები სტუმარი

მედიაკრიტიკა

                                                                  სამეცნიერო   ჟურნალი

სტატიების კატალოგი

მთავარი » სტატიები » N3(11)-2016

ტელევიზიის კლასიფიკაციის საკითხისათვის

 

ტელევიზიის კლასიფიკაციის საკითხისათვის

                                                                              ნანა დოლიძე

ტელევიზია  მასობრივი  ინფორმაციის  აუდიოვიზუალური საშუალებაა, რომელიც  ხმისა და გამოსახულების  სინთეზს ახდენს  და ფართო  საკომუნიკაციო  შესაძლებლობებით  უზრუნველყოფს  საზოგადოებას. ტელევიზიის  კლასიფიკაცია შემდეგი  მეთოდებით არის შესაძლებელი:

1.               ტრანსლაციის  მეთოდი: საეთერო, როდესაც სამაუწყებლო ორგანიზაციები იყენებენ  ტელეანძიდა გავრცელებულ სატელევიზიო სიგნალს  მომხმარებლის  ტელესისტემამდე, (თანამგზავრული, საკაბელო)

2.                მოღვაწეობის  ტიპი: სამაუწყებლო  ორგანიზაციები,  რომლებიც იმ პროგრამების ტრანსლირებას ახდენენ, რომელთა შორის ისეთი კომპანიებიც  არის რომლებიც სხვა  სადგურების  რეტრანსლაციას ახდენენ, თუმცა  უმეტესად ეს  უნივერსალური  ტელეორგანიზაციებია, რომლებსაცსაკუთარი სატელევიზიო  წარმოება და ეთერის  უფლება  გააჩნია: პროგრამების  მწარმოებელი  ან საპროდიუსერო  ფირმები: დისტრიბუტორები, როგორც სატელევიზიო მაუწყებლობის თავისებური სტრუქტურა.

3.                წარმოშობის პრინციპი: ძველი  სტრუქტურების  განახლება

4.                აუდიტორიაზე გავრცელების კრიტერიუმით: საერთო ნაციონალური, სახელმწიფოთაშორისი, რეგიონალური, ადგილობრივი, გლობალური.

5.              პროგრამული სპეციალიზაცია: ზოგადი  და სპეციალიზირებული.

6.                ფინანსირებით:  საბიუჟეტო,  თვითდაფინანსებაზე მყოფი (სარეკლამო შემოსავლები), სააბონენტო გადასახადი და რეკლამა, ბიზნესის დივერსიფიკაცია, შვილობილი ფირმების  შექმნა, რომელიც ფულს  არასატელევიზიო  გზით  მოიპოვებს და კაპიტალის გადანაწილებას ახდენს, ასევე სპონსორობა, საწარმოო-ფინანსური ჯგუფების ხარჯზე.

7.               სატელევიზიო პროგრამების პლურალიზმის ხარისხი - ერთმნიშვნელოვანი, ტენდენციურად გამშუქებელი ან განსხვავებული თვალსაზრისების  შემცველი.

8.               სახელმწიფოსა  და  საზოგადოების  მხრიდან მკაცრი კონტროლი (მკაცრი კონტროლი, სუსტი კონტროლი, კონტროლის პრაქტიკული არარსებობა)

9.              ტელემაუწყებლობის საკომუნიკაციო მოდელით

-  მონოლოგური - ( როდესაც რედაქციის თვალსაზრისის თავს მოხვევა

ხდება   აუდიტორიაზე)

  - დიალოგური მოდელი - როდესაც აუდიტორიასთან კავშირი არსებობს    და ტელეკომპანიის  პოლიტიკას მაყურებელი განსაზღვრავს.

 - ინტერაქტიული მოდელი - როდესაც ტელეკომპანია განსაკუთრებულ                  მომსახურებას სთავაზობს მაყურებელს

თუმცა ტელევიზიას დასახელებული ყველა თვისების აკუმულირების საშუალება ყოველთვის არ გააჩნდა. ტელევიზიამ  თავისი  განვითარების  ხანმოკლე ისტორიაში  მრავალი მეტამორფოზა  განიცადა, როგორც ტექნიკური და ტექნოლოგიური, ასევე სოციოკულტურული  და ესთეტიკური თვალსაზრისით.

           ტელევიზიამ,  თავისი განვითარების ჯერ კიდევ ექსპერიმენტულ ხანაში  დაიწყო იმ ესთეტიკური თვისებების  შეძენა, რაც თავად ტექნიკური განვითარების შესაძლებლობებს  უკავშირდებოდა.  ამგვარ  მახასიათებლებს  შესაძლოა მივაკუთვნოთ:

1.              ტექნიკური აზრისა  და  მხატვრული  შემოქმედების  გაერთიანება   (ტექნოჰუმანიტარული  იმ  საფუძვლის ჩასახვა, რომელმაც  განსაზღვრა  ტელევიზიის  არსებობის  სპეციფიკა,  როგორც  სოციალური  კომუნიკაციების  სისტემაში განსაკუთრებული სახესხვაობის, რომელმაც  თავისმხრივ  შემდგომი  განვითარება  გლობალიზაციის  მხარეს  წარმართა  და  ფართო  აუდიტორიაზე ხელმწიფობა  გადაწყვიტა)

2.                იმ სატელევიზიო  კომუნიკაციის  გაჩენა,  რომელიც  განსხვავებულ  კავშირებს  ქმნის  სატელევიზიო  საკომუნიკაციო  აქტის  მონაწილეებს  შორის,  რაც  განსაკუთრებული  სატელევიზიო  რეალობის  წინამორბედად  შეგვიძლია  მივიჩნიოთ.

 

 

კატეგორია: N3(11)-2016 | დაამატა: defaultNick (09.09.2016)
ნანახია: 1635
სექციის კატეგორიები
მედიაკრიტიკა [4] N1-2014 [1] N2-2014 [1] N3-2014 [1]
N4-2014 [1] N1(5)-2015 [1] N2(6)-2015 [1] N3(7)-2015 [1]
N4(8)-2015 [1] N1(9)-2016 [1] N2(10)-2016 [1] N3(11)-2016 [1]
N1(12)-2017 [1] N2(13)-2017 [1] N3(14)-2017 [1] N1(15)-2018 [0]
N2(16)-2018 [1] N1(17)-2019 [1] N1(18)-2020 [1] N2(19)-2020 [0]
სტუდენტური გვერდი [4]
შესვლის ფორმა
ძებნა
სტატისტიკა

საავტორო უფლებები დაცულია
Copyright MyCorp © 2024 |