ტელევიზია,რომელიცმუდმივადპრეტენზიასაცხადებსთავისუფალიდროისშევსებაზე, სინამდვილეშიგაცილებითმეტზე-პიროვნებისფორმირებაზე, მისიაზროვნებისწესზე, ცხოვრებისწესზედაფასეულობებზეახდენსგავლენას. მაყურებელიდამჯერიადადანახულსაცყოველგვარიკრიტიკულიდამოკიდებულებისგარეშეაღიქვამსდაშესაბამისადაცმოქმედებს, მიუხედავადიმისარომტელევიზიაგანსხვავებულრეალობასგვთავაზობსიმისა, რაშიცვცხოვრობთ, გაცილებითმარტივს, იოლადაღსაქმელს, სასურველს. ის,ამრეალობისაქტიურიშემოქმედიადადამპროგრამებელიც.პირველად იყო ,,იზაურა", რომლის პატიოსნებისა და უმწიკვლობის შენარჩუნებაზე მთელი ქვეყანა ღელავდა, მაყურებელი უჩვეულო თანაცხოვრების, ტელეგმირებთან ხანგრძლივი დრამატული პერიპეტიების, თავგადასავლების გარემოცვაში თანაარსებობდა. იქიდან მოყოლებული დღემდე მრავალი იზაურა, თუ მარია, ხოსე თუ იგნასიო გამხდარა თანაგრძნობის, სიძულვილის, სიხარულისა თუ სიყვარულისსაგანი. გახსნილმა სატელევიზიო სივრცემ მასკულტურის ჟანრების მოძალების პროცესი განაპირობა და ტელეარხების კეთილდღეობის ხელშემწყობიც გახდა, რომ არაფერი ვთქვათ ეროვნულ ფილმწარმოებაში ადგილობრივი შემოქმედებითი კადრების დასაქმების საშუალებაზე. ტელეეკრანზე გამოჩნდა მრავალსერიანი სატელივიზიო ფილმები, მსოფლიო სივრცეში პოპულარული სიტკომები, ახალგაზრდული აუდიტორიისათვის გამიზნული ტელესერიალები , ახალი სტილისტიკის მქონე სატელევიზიო დოკუმენტური ფილმები, თემატური თოქ-შოუ, თუ სხვადასხვაგვარი დატვირთვის მქონე რეალითი, მუსიკალური პროექტები და სატელევიზიო თამაშების ფართო სპექტრი, ერთი სიტყვით ყველაფერი ის, რაც მანამდე უკვე კარგად აპრობირებული იყო დასავლურ თუ ამერიკულ ტელესივრცეში და ხშირად ჩვენს სინამდვილეში პირდაპირი კოპირების, იშვიათად მაგრამ მაინც ახლებური გადამუშავების შედეგად ჩნდებოდა ქართველი მაყურებლის წინაშე. ის, რომ კინოფილმს სატელევიზიო პროგრამის ბადეში მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს უდავოა, ამასთან ის გარემოებაც რომ ტელეპროგრამის მნიშვნელოვანი ხვედრითი წილი, სწორედ იმპორტირებულ პროდუქციაზე მოდისროგორც მხატვრული,თუ დოკუმენტური, ასევეტელესერიალების თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა რომ ტელეკომპანია ,,იმედი" სხვა ნაციონალურ არხებთან შედარებით რაოდენობრივად უფრო მეტისატელევიზიო ფილმის მწარმოებელია,ადგილობრივ პროდუქციას საგრძნობლად ფარავს უცხოური. მეორეს მხრივ, ესეც მსოფლიო გამოცდილების ერთგვარი ტრანსპორტირებაა, როდესაც სხვა ქვეყანაში წარმატებული სატელევიზიო პროექტი გარანტირებული წარმატების მომტანია, ზედმეტიძალისხმევისა და სარისკო სიახლეების შემოტანით გამოწვეული გაუთვლელი შედეგებისგან.მათ შორის არის მრავალსერიანი სატელევიზიო ფილმებიც - ტელესერიალები, რომელიც მკვლევართათვის მაპროვოცირებელი თემაა - მათზე საუბარი მარტივია და დაბალი მხატვრული ხარისხის გამო გაკრიტიკებაც. თუმცა ფაქტია, რომ მასობრივი მაყურებლისათვის ის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ და მოთხოვნად სატელევიზიო პროდუქტად რჩება. თუმანამდე ბრაზილიური, მექსიკური თუ არგენტინული მდიდარი ოჯახების უიღბლო, ვერაგულ, თუ სასიყვარულო ინტრიგებითგაჯერებულ სერიალებზე გვიწევდა მსჯელობა , დღეს უკვე სამამულოფილმწარმოებაშიც კანონზომიერი და ბუნებრივი, ამასთან დაგვიანებული პროცესის მოწმენი ვხდებით.ტელეკომპანია რუსთავი-2 -ის ახალი სეზონის ძირითადი სიახლე ახალი ქართული საპნის ოპერა",,ჟამი ყვავილობისა" გახდა და სხვა არხებისაგან განსხვავებით პრაიმ-ტაიმიც საგრძნობლად გაზარდა. ფილმის სიუჟეტური სქემა ისეთივე ბანალურია, როგორც სხვა დანარჩენი მსგავსი პროდუქციის შემთხვევაში - ორი ოჯახის ურთიერთობა, სასიყვარულო სამკუთხედი, დაკარგული შემდეგ კვლავ აღმოჩენილი შვილი, კომაში ჩავარდნილი და შემდეგ კვლავ დაბრუნებული მთავარი გმირი, ერთი სიტყვით კეთილისა და ბოროტის ერთფეროვანი საღებავებით დაყოფილსამყაროში, ასევე ერთმნიშვნელოვანი ხასიათების კარგისა და ცუდის შერკინების ზღაპრული დასასრულით.გმირები მოგზაურობას იწყებენ უბედურებიდან ბედნიერებამდე და ამ გზაზე როგორც მოსალოდნელია იცვლება როგორც პიროვნული, ასევე სოციალური შეხედულებები. ტელესერიალისათვის დამახასიათებელი სიუჟეტის ჰორიზონტალურად განვითარებისსქემაში თხრობა არ ჩერდება და პარალელური მოქმედების ხარჯზე უწყვეტ, დაუსრულებელ ისტორიად იქცევა,ხოლო იმისათვის რომ მაყურებელი მომდევნო სერიისათვის კვლავ დაუბრუნდეს ტელეეკრანსავტორები მორიგიდრამატული მოვლენის ინსპირირებას ახდენენ,აღნიშნული კი დეტექტიურ-მელოდრამატული ინტონაციებითიფუთება.
გამეფებული აზრის მიხედვით, აუდიტორიის ინტერესს არა საკუთრივ რაიმე განსაკუთრებული ჟანრული თავისებურება განაპირობებს, არამედთემადა სიუჟეტურითხრობის ხარისხი. საქართველოში, ისევე როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში გავრცელებული და პოპულარულია კრიმინალურ, საგამოძიებო თემატიკაზეშექმნილი ტელესერიალები, ვინაიდან სწორედ აქ არის შესაძლებელიემოციურად მძლავრი, მკვეთრი ინტრიგის რეალიზება, მით უფრო რომ საზოგადოებრივი ცხოვრების კრიმინალური შემადგენელიმუდმივად იკვებება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით. აღნიშნულ თემატიკაზეა აგებული ტელეკომპანია ,,იმედის’’ახალი ტელესერიალი,,კლინიკა’’ - რომლის მოქმედებაც საავადმყოფოში ვითარდება, მრავალი სერიალისათვის ტიპური ადგილიმოქმედების გასაშლელად. პარალელურად მეორე დრამატურგიული ხაზი შემოდის, სადაც მთავარი გმირები ხელმოცარული შემოქმედი და საკუთარი ნებით განდეგილობაში მყოფი ბერია. კლინიკაში საიდუმლოებით მოცული არალეგალური ოპერაციები კეთდება და სწორედ მისი ერთ-ერთი მსხვერპლი უნდა გახდეს სავარაუდო თანაგრძნობის ობიექტი, ისიც კომაში მეხსიერებადაკარგული, წარსულწაშლილი გმირია, ახალი სახელითა გვარით, ახალი ცხოვრებისეული ისტორიით. ყველაფერს კი შემოქმედის მონათხრობიდან ვიგებთ, რომელიც ქართულ კინოში გამეფებული კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი შემოქმედისერთგვარი გამგრძელებელია. კარგად ნაცნობი .ძველი,თუმცა შესაძლო ახალი ,,კრიმინალური’’შტრიხებით.
ყოველდღიურობა რთული კონსტრუქციაა და მრავალი დეტალისაგან შედგება. სერიალიც, რომელიც ყოველდღიურობის გარკვეულ კულტივირებას ახდენს შესაბამისი სიუჟეტური და ვერბალურიდა ვიზუალური კლიშეებისაგან იგება. ფილმის ტექსტი სტანდარტული სიტუაციების ვერბალური ვარიაციებისაგან უნდა შედგებოდეს და ორიენტირებული უნდა იყოს იოლაღქმაზე, რაც მაყურებლის ეკრანთან დარჩენის გარანტიებს იძლევა.სამწუხაროდ დღემდე პრობლემად რჩება დიალოგური მასალის ხელოვნურობა, რომელსაც ბუნებრიობისათვის დამატებული ერთი-ორი ,,შეგინება’’ რეალურობის განცდით ვერ უზრუნველყოფს. იგივე ითქმის სამსახიობო ოსტატობაზეც. ის, რაც მაყურებელს კომფორტის განცდას უქმნის კომუნიკაციის, კონტაქტის დამყარების შესაძლებლობის მიცემაა. მაყურებელი იოლად უნდა ახერხებდეს გმირებთან სრულ, ან თუნდაც ნაწილობრივ იდენტიფიკაციას, რისთვისაც შერჩეულისოციალური როლისგარეგნული ნიშნების ტიპიზაციაა აუცილებელი და ამასთან არასაკმარისიც. ფილმში პრაქტიკულად ვერ ვხვდებით იმგვარ ობიექტს , რომელთა სტერეოტიპები ხანგრძლივი დროის მანძილზეა ცნობიერებაში მყარად ჩამაგრებული, ამ შემთხვევაში ვხვდებით ბერს , რომელიც ,,ძველი ბიჭის’’გარეგნულნიშნებს ატარებს, დევნილი და შევიწროვებული შემოქმედი, რომელიც არაფრით განსხვავდება მდევნელებისაგან, ,,ნიჭიერი ექიმი’’ , რომელიც ისეთივე მოძალადეადა იმავე მეთოდებით მოქმედებს, როგორც სხვა დანარჩენი. მაყურებლის სიმპატიისათვის პრაქტიკულადამმრავალპერსონაჟიან გალერეაში ვერ იძებნება საყრდენი და შესაბამისად ვერ მყარდება კომუნიკაცია. არადა, ნებისმიერ საზოგადოებაში არსებობს გარკვეული ცხოვრებისეული მოდელების ერთიანობა თავისი გმირებით, წმინდანებით, ექიმებით, მასწავლებლებით და ა.შ. რომლებიც პოზიტიურ კატეგორიას განეკუთვნებიან, თუმცა ტელევიზიაში საქმე საპირისპიროდაა. ტელევიზია, რომელიცგარკვეულწილად ადამიანის მსოფლმხედველობისა და ქცევის კორექტირებას ახდენს, ერთგვარად იმუნიზაციის მეთოდს მიმართავს ამგვარი გმირების მისამართით, თუმცა როგორც წესი ეს მოდელები ხშირად ხელოვნურად შექმნილი, ამავე დროს მოდური, რაც მნიშვნელოვანია ნაკლებ პოზიტიურია. თუმცა, მაყურებელს ნაკლებ აღელვებს ნამდვილობა, მისთვის განმსაზღვრელიაცნობადი, განმეორებადი, მოსალოდნელი. ის ეძებს სასაცილოს, საცოდავს, შემზარავს, ისეთს როგორიც წარმოუდგენია, ისეთს რომელიც სტერეოტიპად ჩამოუყალიბდა, რომლის დამსხვრევაც ან სხვა პოზიციით ჩანაცვლება მსოფლმხედველობრივი გადატრიალების ტოლფასია.შესაძლოა, სწორედ ეს ფსიქოლოგიური მომენტია საფრთხის შემცველი, როდესაც მაყურებელი ცხოვრებაში პასიური ადაპტაციის გზას ირჩევს, აღიქვას და შეითვისოს მზა და ხშირად არაპოზიტიური მოდელები.
ფართოდ არის გავრცელებული აზრი ტელესერიალების ნეგატიური ზემოქმედების თაობაზე, თუმცა არა იმდენად ცალკეული ტელესერიალი შეიცავს ამ საშიშროებას, არამედ საეთერო სივრცეში განთავსების,დოზირებისხარისხი. დღეს ხშირად ვსაუბრობთ არჩევანისთავისუფლებაზე,რომელსაც მრავალარხიანობა და სპეციალიზირებული არხების მოჭარბება განაპირობებს,რაც მაყურებელს საშუალებას აძლევს საკუთარი სატელევიზიო ,,კლიპი’’ შექმნას შემოთავაზებული პროგრამებიდან. თუმცა ქართული ტელეარხების პროგრამულ ბადეში თვალშისაცემია აღნიშნული პროდუქციის სიჭარბე, განსაკუთრებით პრაიმტაიმის დროს. ფაქტი უდავოა, რომ სწორედ საინფორმაციო და ანალიტიკური პროგრამების კრიზისული მდგომარეობის გადასაფარად გასართობი პროგრამების მოძალება შეინიშნება, მათ შორის ტელესერიალების, რომელიც ხანგრძლივი თხრობის, პარალელური ყოფის გაჩენა-დამკვიდრებას უწყობს ხელს, ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელად იქცევა და სტაბილურობისა და სიმყარის შეგრძნებასამძაფრებს. შესაძლოა, ამიტომაც არის იგნორირებული სატელევიზიო ეკრანზესოციალური თემატიკა, ვინაიდან სწორედ აქ არის შესაძლებელიმაყურებლისმსოფლმხედველობრივ,იდეოლოგიურ და საჭირბოროტო კითხვებზე პასუხის გაცემა ,,როგორ ვიცხოვროთ’’, ,,საით მივდივართ?’’, ,,რა ვქნათ?’’
16 წელი აფხაზეთის ომიდან და მესამე წელი სამაჩაბლოსთან დაკავშირებული ტრაგიკული მოვლენებიდან. ტელეეკრანი დუმს და საქართველოს უახლესი ისტორია ისევ პასუხგაუცემელი კითხვების ტყვეობაშია, ხოლო ისიც კი რაც შეიქმნა განსაკუთრებითუკანასკნელ წლებში განვითარებულ მოვლენებზეარასაკმარისი და არაადექვატურია, თავად მოვლენათა ქვეყნის ისტორიისათვის მნიშვნელობიდან გამომდინარე.შეიძლება ითქვას, რომქართული კინოდოკუმენტალისტიკა დუმილის პოზიციას ირჩევს, რომ არაფერი ვთქვათ სატელევიზიო მხატვრულ ფილმზე.2007 წლის აგვისტოს მოვლენებს თ. ჩაგელიშვილისა და თ. ფეიქრიშვილის დოკუმენტური ფილმები მოყვა. ვინ დაიწყო ომი და რა იყო ამ ომის წინაპირობა? სად გადაკვეთა საქართველომ რუსული ინტერესები კავკასიაში და რა არის ეს ინტერესები?არაერთი ინტერვიუ, საექსპერტო დასკვნა შეკითხვაზე დამაჯერებელ პასუხს ვერ იძლევა. ორივე ფილმი საომარი მოქმედებების დასრულებიდანმცირე დროში შეიქმნა,ბუნებრივია ის გარემოებაც, რომმომხდარისადმი დროში დისტანცირების შეუძლებლობამ, შესაბამისი კრიტიკული გააზრება პრაქტიკულად შეუძლებელი გახადა. სატელევიზიო დოკუმენტური ფილმების წარმოებით დღეს,,რუსთავი-2’’ლიდერობს პროექტით ,,საქართველოს უახლესი ისტორია’’ და აქაც მხოლოდ ერთპიროვნულ (თ. ჩაგელიშვილის) შემოქმედებასთან გვაქვს საქმე.
2009 წელს გამოვიდა თ.ჭაბუკიანის დოკუმენტური ფილმი, რომელმაც განსხვავებული გზა აირჩია და აქცენტებიც წინა ორი ფილმისაგან განსხვავებით - ვინ დაიწყო ომი?-დან - შედეგებზეგადაიტანა. მისთვის გაცილებით ღირებული ადამიანური ბედია და არა ერთი და ორი....
იმ ოჯახების ტკივილი, სადაც შვილები, ძმები, მამები დაკარგეს, როდესაც ერთის ტრაგედიამხოლობითის კატეგორიად უნდა დარჩეს და სტატისტიკად არ უნდა იქცეს, როდესაც მათი თავდადებამათივე მომავლის უზრუნველობის გარანტი უნდა გახდეს და ისინი მხოლოდ საკუთარ ოჯახებს არ უნდა დააკლდეთ, ვინაიდან მათ ყველაზე ძვირფასიხარკად ჩვენთვისაც გაიღეს.
,,პირველები" კი ჩვეული სიმტკიცით განაგრძობენ, რომ თუ მსოფლიოშისაოცრება მოხდა, ამის თაობაზე პირველები შეგვატყობინებენ. მართლაც საოცრება უნდა მოხდეს, რომ ,,პირველებმა" სწორედ მათ შეგვატყობინონ მიმდინარეს შესახებ და ბუნებრივად ისმის შეკითხვა თუ ვინ არიან პირველები? ისინი ვინც სატელევიზიო სივრცეში ლიდერის პოზიციაზეიმყოფებიან , თუ ისინი ვისიც მხოლოდ გარეგნული ნიშანი, ერთ ლარად გაყიდული და შემდეგ გამოსყიდული ლოგო ასახავს წარმოშობის ისტორიულ რიგითობას?
ერთიანი სატელევიზიო სივრცის დეცენტრალიზაციის პროცესმა სახელმწიფო ტელემაუწყებლების ცენტრისგან დამოუკიდებელი ფორმები წარმოშვა და დროთა განმავლობაში მათი საზოგადოებრივ მაუწყებლებად ფორმირებისსურვილი გააჩინა. სატელევიზიო ფილმების წარმოების ასევე ცენტრალიზებული ფორმა იმავე ტრანსფორმაციებს დაექვემდებარადა ჩვენს სინამდვილეში მისი შემდგომი ბედი ფუნქციონირების შეწყვეტაში გამოვლინდა. სატელევიზიო ფილმების წარმოების პროცესი ცალკეულ მაუწყებელთა მიერ განხორციელებული მწირი პროექტებითშემოიფარგლება, თუმცა მათი რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ საუბარი