პარასკევი, 26.04.2024, 07.34.55
მოგესალმები სტუმარი

მედიაკრიტიკა

                                                                  სამეცნიერო   ჟურნალი

მთავარი » 2013 » ნოემბერი » 03
                  პროტესტის არშემდაგარი  ტელევერსია
 
ნანა დოლიძე

        9 აპრილიდან მოყოლებული დედაქალაქის ქუჩებში ათი-ათასობით ადამიანი ხელისუფლების მიმართ საკუთარი პროტესტის გამოსახატად გამოდის. ხელისუფლებისა და მისდამი კრიტიკულად განწყობილი საზოგადოების დაპირისპირება სატელევიზიო, ვირტუალურ სივრცეში ინაცვლებს. ტელევიზია ქმნის საზოგადოებრივ აზრს, პოლიტიკურ სიმპათიებსა თუ ანტიპათიებს, მანიპულირებს მაღალეფექტური საშუალებებით, მეთოდებითა, თუ ტექნოლოგიებით და ამ თვალსაზრისით სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებელი, გარკვეულწილად ანგარიშვალდებულია,  რომ საზოგადოების წინაშე ობიექტური რელობა  ასახოს. თუმცა, პროცესები საპირისპიროდ განვითარდა და ამუშავდა ძველი საბჭოური პროპაგანდისტული მანქანა, უკვე კარგად ნაცნობი და გაცვეთილი ტექნოლოგიებით, დაწყებული მნიშვნელოვანი ინფორმაციიდან ყურადღების გადატანის ტექნოლოგიით, კომპრომატების ომით, „რუსული ფულისა" და „აგენტების" იარლიყებით, არასასურველი რაკურსების გამოყენებით, ინფორმაციის მოწოდების ფრაგმენტულობის, პერსონალიზაციის საშუალებით, ანუ ყურადღების მობილიზებით არა მოვლენათა არსზე, არამედ მათ მატარებლებზე-პრეზიდენტზე, პოლიტოლოგებზე და ოპოზიციის წარმომადგენლებზე.         პროტესტის  მასობრიობა, სანახაობრიობა - რომელიც უმნიშვნელოვანეს წილად სწორედ ტელევიზიისთვის არის განკუთვნილი, ემოციური მუხტის შემცველია და ტელეეკრანზე ხილვისას გადამდები ეფექტი გააჩნია. ტელემაყურებლის გარეშე, სანახაობა კარგავს ზემოქმედების უნარს, ამიტომაც მანიპულირების საგნად იქცა  ათიათასობით შეკრებილი ადამიანის რაოდენობა. უმთავრესად რეპორტაჟები მიტინგიდან ამ პრინციპით იგებოდა. ორ ნაწილად გაყოფილ ეკრანზე პირველი კადრი დაცარიელებულ რუსთაველის პროსპექტს უჩვენებდა, თუმცა არა იმ „დროს", როდესაც მოქმედება ვითარდებოდა, არამედ მანამდე, სანამ ხალხი შეიკრიბებოდა. მეორე კადრი მიმდინარეს ასახავდა , თუმცა წინა პლანზე ჟურნალისტი გამოდიოდა და  ფონად მიმდინარე მოვლენა  ქმედითი აღქმის საგნად ვერ იქცეოდა. ერთის მხრივ მოვლენის ჩვენება, სადაც ფაქტის ხელშეუხებლობის პრინციპი უნდა იყოს დაცული და შემდეგი ეტაპი საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი მოვლენის ირგვლივ არსებული  პოზიციების შეპირისპირების საფუძველზე რეალური სურათის შექმნა  და თუ იდეოლოგიური მისაზრებების გამო ფაქტი ჩარევისა და მანიპულირების საგანი ხდება , ხოლო დებატების ფორმატი, პოლიტიკური თოქშოუ, თუ საგამოძიებო ჟურნალისტიკის ჟანრები ქრება ტელეეკრანიდან - ობიექტური სურათის შქმნის ალბათობა მცირდება.          გერმანელი პოლიტოლოგი ნ.ბოლცი აღნიშნავდა რომ „ის თუ რას წარმოადგენს ესა თუ ის მოვლენა, თუ პოლიტიკოსი-ამის გაგება, მხოლოდ მედია ინსცენირების  გარემოშია შესაძლებელი. ის , რაც რეალურად ხდება საზოგადოებრივ  მოვლენად მხოლოდ ასახვის შემდეგ იქცევა". ის, თუ როგორ ასახავს ესა თუ ის  მაუწყებელი, ამა თუ იმ მოვლენასა, თუ პოლიტიკოსის პორტრეტს, ჩვენს შემთხვევაში  გამეფებულ იდეოლოგიას დაექვემდებარა. (2003 წლის მოვლენების განვითარება მნიშვნელოვანწილად „რუსთავი 2"ის დამსახურებაა, როდესაც საზოგადოების მობილიზება სამართლიანობისთვის  ბრძოლის ლოზუნგით ხდებოდა). საკნებით მოფენილი ქალაქი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის მასში განთავსებულ  თანამოქალაქეთა, თუ სწორედ პრომოში „გახარებულ მევენახეთა" შეს ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1548 | დაამატა: defaultNick | თარიღი: 03.11.2013

სექციის კატეგორიები
საიტის სიახლეები [3]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

საავტორო უფლებები დაცულია
Copyright MyCorp © 2024 |