ხუთშაბათი, 25.04.2024, 17.47.58
მოგესალმები სტუმარი

მედიაკრიტიკა

                                                                  სამეცნიერო   ჟურნალი

მთავარი » 2012 » ივნისი » 14 » სიტყვის თავისუფლება
სიტყვის თავისუფლება
17.30.21

 
სიტყვის თავისუფლება
                                                                                                          
ნანა დოლიძე  


             
     ნებისმიერი  დემოკრატიული ქვეყნის  კონსტიტუციაში  აღნიშნული,  სიტყვის თავისუფლება,  საინფორმაციო  მოღვაწეობის,  ინფორმაციის  თავისუფალი  გავრცელების,  ნებისმიერი  იდეის,  მოსაზრების,  ინფორმაციის  თავისუფლად  მოპოვების  უფლება  ადამი-ანის  ბუნებრივ  უფლებათა  რიგში  დგება,  მიუხედავად  იმისა,  რომ  თავისუფლების  პრინციპები  და  ინფორმაციის  გავრცელებაზედა  მიღებაზე  კონტროლი,  ყოველთვის  აზრთა სხვადასხვაობას    იწვევდა.    რისი  ჩვენება  შეიძლება  ტელევიზიით?  რამდენად  თავისუფალია  ტელეჟურნალისტი  საკუთარი  აზრის  გამოხატვის  თვალსაზრისით?    დაშვებულია,  თუ არა ეთერში  განსხვავებული  აზრის  დემონსტრირება?    რა  ფორმებში და საზღვრებზე ხორციელდება  ინფორმაციაზე    კონტროლი?                

სატელევიზიო მაუწყებლობის  ისტორიამ   ნათლად  დაადასტურა,  რომ თავისუფლების  გამოცხადება  საკმარისი არ  არის  ჭეშმარიტი  თავისულებისთვის.  აუცილებელია   იმ  პირობების  შექმნა,  რომელიც  ამ  უფლების  რეალიზების  გარანტიებს  იძლევა.   მეორესაკითხია,  თუროგორშეიძლება  ამ  უფლების  მოპოვება,  როდესაც  საინფორმაციო-საკომუნიკაციო  საშუალებები  კერძო  საკუთრების   ფორმით  არსებობს  (გამონაკლისი საზოგადოებრივი მაუწყებელია) .       

ინფორმაციაზე  მკაცრი  კონტროლი, ცენზურა, როდესაც იმ პოლიტიკური დამორალური  ფასეულობების კრიტიკა  ირიცხება, რომელიც  სახელმწიფოში  დომინირებს, გამორიცხულია ძალაუფლების კრიტიკა და ის რაც გამეფებულ პოლიტიკურ ხაზთან და მორალურ კატეგორიებთან წინააღმდეგობაში მოდის კვალიფიცირდება დანაშაულად, ან საერთოდ იგნორირებულია.

ჩვენი   სატელევიზიო ჟურნალისტიკა  შორს  არის დამოუკიდებლობისგან და უფრო მეტად იმ პასუხისმგებლობრივი პოზიციისგან, რომელიც  ამ  პროფესიის  ადამიანების  შემოქმედებითი  მოღვაწეობის  ამოსავალი  უნდა  იყოს.   ყურადღების  გადატანის,  ინფორმაციის  ფრაგმენტულობის, მუდმივი  შთაგონების,  პოპულიზმის,  „დუმილის  სპირალის"  და  სხვა  მრავალი,  უკვე  პრაქტიკით  დახვეწილი  მანიპულირების  მეთოდების  წყალობით,  ქართული  სატელევიზიო  სივრცე  მაყურებელს  კარგავს. 

არააქტუალური  ტელევიზია! - ეს,  ის  სამწუხარო  იმიჯია,  რომელიც  მცირე  გამონაკლისის  გარდა, სატელევიზიო  არხებმა  განაჩენად  გამოუტანა  საკუთარ  მაუწყებლობას. ახალი  ამბების  საზოგადოებრივ-ჰუმანური  მისია  დევალვაციას  განიცდის,  შედეგი  კი ქართული  ტელეარხებისათვის,  შესაძლოა  მასობრივად  მაყურებლის  დაკარგვაში  აისახოს.  გასტერილებული  ინფორმაციის  ნაკადში  კი, ვეღარც  შოკის მომგვრელი  შინაარსის  სენსაციური  ინფორმაცია,  ვერც  რომელიმე არხის  კომედი- შოუების  განსხვავებული  ფორმატები  დაუბრუნებს  ტელევიზიას  გახარჯულ  ნდობას.    
 

ნანახია: 1835 | დაამატა: defaultNick | ტეგები: ტელევიზია, სიტყვის თავისუფლება, მანიპულირება, დემოკრატია | რეიტინგი: 5.0/5 |
სექციის კატეგორიები
საიტის სიახლეები [3]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

საავტორო უფლებები დაცულია
Copyright MyCorp © 2024 |