შაბათი, 28.03.2026, 05.33.24
მოგესალმები სტუმარი

მედიაკრიტიკა

                                                                  სამეცნიერო   ჟურნალი

ტელევიზია

     სამეცნიერო ჟურნალის "მედიაკრიტიკის" უმთავრესი ფუნქცია და დანიშნულება
სატელევიზიო სივრცეში მიმდინარე პროცესების კვლევაა. პრობლემები, რომლებიც
სატელევიზიო ჟურნალისტიკაში და ქართულ სატელევიზიო სივრცეში დაგროვდა,
სათანადო ყურადღებას და ანალიზს მოითხოვს.
       
საბჭოური სატელევიზიო სივრცის დეცენტრალიზაციის პროცესმა რეგიონალური
 ტელევიზიების ფორმირების თვალსაზრისით თვისობრივად ახალი ხარისხი მოითხოვა,
 სატელევიზიო მართვის ახალი მოდელების დამკვიდრება, მაუწყებლობის კერძო საკუთრების
 ფორმით არსებობის აუცილებლობა, საზოგადოებრივი მაუწყებლობის შექმნა, სადაც უმთავრეს
 ღირებულებას მედიის თავისუფლება წარმოადგენს. თავისუფლების მოპოვების გზა კი რთული
 და წინააღმდეგობრივი აღმოჩნდა. თუმცა, თავისუფლების პრობლემაზე წუხილმა, თითქოს დღის
 წესრიგიდან მოხსნა, თავად სატელევიზიო პროდუქციის ხარისხობრივ მდგომარეობაზე ზრუნვა. 
შეზღუდული თავისუფლების პირობები, "ახალი ტელეჟურნალისტიკის" დამკვიდრებული
სტანდარტები , დახურული ტელეარხები, პოლარიზებული ტელესივრცე, ეკრანს მიღმა დარჩენილი
 ტელეჟურნალისტები, საზოგადოებრივ-სოციალურ-პოლიტიკური თემატიკისგან დაცლილი
 ტელესივრცე, გასართობ პროგრამებზე გაკეთებული  ორიენტირი არსებულ პრობლემათა
მხოლოდ ზედაპირული, სქემატური ჩამონათვალია, შემფასებლისა და დამფასებლის გარეშე
დარჩენილი სატელევიზიო სივრცე  ნათელს ხდის ტელეკრიტიკოსის პროფესიის აქტუალობას.

                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                               

          

სექციის კატეგორიები
საიტის სიახლეები [3]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2026  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი

საავტორო უფლებები დაცულია
Copyright MyCorp © 2026 |