სამშაბათი, 12.12.2017, 02.04.25
მოგესალმები სტუმარი

მედიაკრიტიკა

                                                                  სამეცნიერო   ჟურნალი

სტატიების კატალოგი

მთავარი » სტატიები » მედიაკრიტიკა

ჟურნალის შესახებ
   სამეცნიერო ჟურნალის "მედიაკრიტიკის" უმთავრესი ფუნქცია და დანიშნულება სატელევიზიო სივრცეში მიმდინარე პროცესების კვლევაა. პრობლემები, რომლებიც სატელევიზიო ჟურნალისტიკაში და ქართულ სატელევიზიო სივრცეში დაგროვდა, სათანადო ყურადღებას და ანალიზს მოითხოვს.
       
საბჭოური სატელევიზიო სივრცის დეცენტრალიზაციის პროცესმა რეგიონალური ტელევიზიების ფორმირების თვალსაზრისით თვისობრივად ახალი ხარისხი მოითხოვა, სატელევიზიო მართვის ახალი მოდელების დამკვიდრება, მაუწყებლობის კერძო საკუთრების ფორმით არსებობის აუცილებლობა, საზოგადოებრივი მაუწყებლობის შექმნა, სადაც უმთავრეს
ღირებულებას მედიის თავისუფლება წარმოადგენს. თავისუფლების მოპოვების გზა კი რთული და წინააღმდეგობრივი აღმოჩნდა. თუმცა, თავისუფლების პრობლემაზე წუხილმა, თითქოს დღის წესრიგიდან მოხსნა, თავად სატელევიზიო პროდუქციის ხარისხობრივ მდგომარეობაზე ზრუნვა. 
შეზღუდული თავისუფლების პირობები, "ახალი ტელეჟურნალისტიკის" დამკვიდრებული სტანდარტები , დახურული ტელეარხები, პოლარიზებული ტელესივრცე, ეკრანს მიღმა დარჩენილი ტელეჟურნალისტები, საზოგადოებრივ-სოციალურ-პოლიტიკური თემატიკისგან დაცლილი
 ტელესივრცე, გასართობ პროგრამებზე გაკეთებული  ორიენტირი არსებულ პრობლემათა მხოლოდ ზედაპირული, სქემატური ჩამონათვალია, შემფასებლისა და დამფასებლის გარეშე დარჩენილი სატელევიზიო სივრცე  ნათელს ხდის ტელეკრიტიკოსის პროფესიის აქტუალობას.
კატეგორია: მედიაკრიტიკა | დაამატა: defaultNick (05.01.2009)
ნანახია: 416
სექციის კატეგორიები
მედიაკრიტიკა [1]N1-2009 [1]N2-2009 [1]N3-2009 [1]
N4-2009 [1]N1(5)-2010 [1]N2(6)-2010 [1]N3(7)-2010 [1]
N4(8)-2010 [1]N1(9)-2011 [1]N2(10)-2011 [1]N3(11)-2011 [1]
N4(12)-2011 [1]N1(13)-2012 [1]N2(14)-2012 [1]N3(15)-2012 [0]
N4(16)-2012 [1]N1(17)-2013 [1]N2(18)-2013 [0]N3(19)-2013 [0]
სტუდენტური გვერდი [4]
შესვლის ფორმა
ძებნა
სტატისტიკა
მთავარი რედაქტორი ნანა დოლიძე
საავტორო უფლებები დაცულია
Copyright MyCorp © 2017 |