სამშაბათი, 12.12.2017, 02.03.28
მოგესალმები სტუმარი

მედიაკრიტიკა

                                                                  სამეცნიერო   ჟურნალი

მთავარი » 2009 » სექტემბერი » 3 » პროტესტის, არშემდაგარი ტელევერსია
პროტესტის, არშემდაგარი ტელევერსია
16.39.03

                  პროტესტის, არშემდაგარი  ტელევერსია

ნანა დოლიძე

        9 აპრილიდან მოყოლებული დედაქალაქის ქუჩებში ათი-ათასობით ადამიანი ხელისუფლების მიმართ საკუთარი პროტესტის გამოსახატად გამოდის. ხელისუფლებისა და მისდამი კრიტიკულად განწყობილი საზოგადოების დაპირისპირება სატელევიზიო, ვირტუალურ სივრცეში ინაცვლებს. ტელევიზია ქმნის საზოგადოებრივ აზრს, პოლიტიკურ სიმპათიებსა თუ ანტიპათიებს, მანიპულირებს მაღალეფექტური საშუალებებით, მეთოდებითა, თუ ტექნოლოგიებით და ამ თვალსაზრისით სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებელი, გარკვეულწილად ანგარიშვალდებულია,  რომ საზოგადოების წინაშე ობიექტური რელობა  ასახოს. თუმცა, პროცესები საპირისპიროდ განვითარდა და ამუშავდა ძველი საბჭოური პროპაგანდისტული მანქანა, უკვე კარგად ნაცნობი და გაცვეთილი ტექნოლოგიებით, დაწყებული მნიშვნელოვანი ინფორმაციიდან ყურადღების გადატანის ტექნოლოგიით, კომპრომატების ომით, „რუსული ფულისა" და „აგენტების" იარლიყებით, არასასურველი რაკურსების გამოყენებით, ინფორმაციის მოწოდების ფრაგმენტულობის, პერსონალიზაციის საშუალებით, ანუ ყურადღების მობილიზებით არა მოვლენათა არსზე, არამედ მათ მატარებლებზე-პრეზიდენტზე, პოლიტოლოგებზე და ოპოზიციის წარმომადგენლებზე.         პროტესტის  მასობრიობა, სანახაობრიობა - რომელიც უმნიშვნელოვანეს წილად სწორედ ტელევიზიისთვის არის განკუთვნილი, ემოციური მუხტის შემცველია და ტელეეკრანზე ხილვისას გადამდები ეფექტი გააჩნია. ტელემაყურებლის გარეშე, სანახაობა კარგავს ზემოქმედების უნარს, ამიტომაც მანიპულირების საგნად იქცა  ათიათასობით შეკრებილი ადამიანის რაოდენობა. უმთავრესად რეპორტაჟები მიტინგიდან ამ პრინციპით იგებოდა. ორ ნაწილად გაყოფილ ეკრანზე პირველი კადრი დაცარიელებულ რუსთაველის პროსპექტს უჩვენებდა, თუმცა არა იმ „დროს", როდესაც მოქმედება ვითარდებოდა, არამედ მანამდე, სანამ ხალხი შეიკრიბებოდა. მეორე კადრი მიმდინარეს ასახავდა , თუმცა წინა პლანზე ჟურნალისტი გამოდიოდა და  ფონად მიმდინარე მოვლენა  ქმედითი აღქმის საგნად ვერ იქცეოდა. ერთის მხრივ მოვლენის ჩვენება, სადაც ფაქტის ხელშეუხებლობის პრინციპი უნდა იყოს დაცული და შემდეგი ეტაპი საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი მოვლენის ირგვლივ არსებული  პოზიციების შეპირისპირების საფუძველზე რეალური სურათის შექმნა  და თუ იდეოლოგიური მისაზრებების გამო ფაქტი ჩარევისა და მანიპულირების საგანი ხდება , ხოლო დებატების ფორმატი, პოლიტიკური თოქშოუ, თუ საგამოძიებო ჟურნალისტიკის ჟანრები ქრება ტელეეკრანიდან - ობიექტური სურათის შქმნის ალბათობა მცირდება.          გერმანელი პოლიტოლოგი ნ.ბოლცი აღნიშნავდა რომ „ის თუ რას წარმოადგენს ესა თუ ის მოვლენა, თუ პოლიტიკოსი-ამის გაგება, მხოლოდ მედია ინსცენირების  გარემოშია შესაძლებელი. ის , რაც რეალურად ხდება საზოგადოებრივ  მოვლენად მხოლოდ ასახვის შემდეგ იქცევა". ის, თუ როგორ ასახავს ესა თუ ის  მაუწყებელი, ამა თუ იმ მოვლენასა, თუ პოლიტიკოსის პორტრეტს, ჩვენს შემთხვევაში  გამეფებულ იდეოლოგიას დაექვემდებარა. (2003 წლის მოვლენების განვითარება მნიშვნელოვანწილად „რუსთავი 2"ის დამსახურებაა, როდესაც საზოგადოების მობილიზება სამართლიანობისთვის  ბრძოლის ლოზუნგით ხდებოდა). საკნებით მოფენილი ქალაქი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის მასში განთავსებულ  თანამოქალაქეთა, თუ სწორედ პრომოში „გახარებულ მევენახეთა" შესახებ პრობლემური რეპორტაჟის თემად უნდა ქცეულიყო. თუმცა ნიუსების მთავარ თემად მაუწყებლისათვის ბნელ კუთხეში გასულ მოქალაქეთა შარვლის უბეებზე ჩასაფრება აღმოჩნდა, ესეც ალბათ განწყობის შესაქმნელად.  ომში დამარცხებული ქვეყნის, სოციალურ-ეკონომიკური სიდუხჭირით შეპყრობილი საზოგადოებისათვის განწყობის შექმნა, მაუწყებლის მხრიდან  ვირტუალურ გარემოში დარჩენის საფრთხეს  ქმნის, მაშინ როდესაც, იგივე პროპაგანდისტული მანქანის ამუშავება საზოგადოებისათვის უფრო სასარგებლო კუთხით შეიძლებოდა.  საინფორმაციო საზოგადოების პირობებში, სწორედ საინფორმაციო მაუწყებლობის ხარისხი განსაზღვრავს სატელევიზიო არხის აქტუალუბას, შეასაბამისად მის ყურებადობასაც. ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების თავისუფლება  ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა , რომელიც  საბჭოთა საქართველოს პირობებში შელახული და იგნორირებული იყო. ამ ტრადიციამ ახლებური შტრიხები შეიძინა, მოაქცია რა საბჭოური სულისკვეთება ევროპულ-ამერიკული მოდელის მხოლოდ ფორმისეულ ელემენტებში. არადა პასუხისმგებლობის გაცნობიერება, იმ საშიშროებას ხილულს გახდიდა, რაც საზოგადოების მიზანმიმართულმა გახლეჩამ შეიძლება გამოიწვიოს.                     ჩვენისატელევიზიო  სივრცესავსეა  პარადოქსებით. გაჩნდასატელევიზიომმარ-თველობისა  დაფუნქციონირებისერთმოდელშიგაერთიანებულიურთიერთგამომრიცხავიმოდელი. ერთისმხრივტელეარხისგარეგნულიფორმა, რომელიცევროპულ-ამერიკულმოდელზეაორიენტირებულიდაგარკვეულწილადმათგანიღებსსატელევიზიომომსახურების  ამათუიმფორმებს, უფრომეტიც, ხშირადსატელივიზიოგადაცემისფორმატიპირდაპირიკოპირებისგზითჩნდებატელეეთერში, ყოველგვარიეროვნულითავისებურებისგათვალისწინების  გარეშე.  ჩვენსსატელევიზიოსივრცეშიიშვიათადჩნდებაორიგინალუ-რობისკოდისმატარებელი  ქართულიპროექტი (თუმცააღნიშნულიცალკეკვლევისსაგანია)  მეორესმხრივმმართველობის  ფორმა, სადაცსაბჭოურიტრადიცია  ერთგვარად  გაცოცხლდა  დაახალიშტრიხებითგამდიდრდა. როდესაც  ესათუისტელეკომპანიაკერძოსაკუთრების  ფორმაა, თუმცამასზეკონტროლიარა  მესაკუთრის,  არამედ  რეალურადსახელმწიფოშიარსებული  მმართველობითისტრუქტურისხელშია, როდესაცმესაკუთრესთვისძირითადიორიენტირიარასაზოგადოებისთვისსამსახურია, რაც  პირდაპირპროპორციულიატელეარხისყურებადობასთანდაშესაბამისად  მაღალიმოგებისმიღებასთან, არამედდამოუკიდებლობის  „ნებაყოფლობით" შეზღუდვაზეა  ორიენტირებული. ჩვენისატელევიზიოჟურნალისტიკაშორსარისდამოუკიდებლობისგანდაუფრომეტად, იმპასუხისმგებლურიპოზიციისგან, რომელიცამპროფესიისადამიანებისშემოქმედებითიმოღვაწეობისამოსავალიუნდაიყოს. გამონაკლისიტელეკომპანიების  „კავკასიისა" და  „მაესტროს"  მოღვაწეობაა, რომელმაც  ჟურნალისტური, მოქალაქეობრივიდაზნეობრივიპოზიციისდაცვამოახერხადაშეძლოთავისუფალიმედიისსტატუსის, არამხოლოდმოპოვებაარამედ, მისიშენარჩუნება  დასაზოგადოებისმოთხოვნათა  ნაწილობრივიდაკმაყოფილება. კიდევერთიპარადოქსიიკვეთება, როდესაცმაყურებელიირჩევს  ტექნიკური  დაესთეტიკურიპარა-მეტრებით  ნაკლები  შესაძლებლობების  მქონეტელეარხებს, სწორედ  იმ  მიზეზით , რომმათ  გათვითცნობიერებული  აქვთ, ის  ფუნქცია,  რომელიც  ტელევიზიამ  უნდაშეასრულოს.                   საზოგადოებრივი მაუწყებელის პროგრამულ სტრატეგიებში , როგორც ადრე , ისევე დღესაც  აღნიშნული რიგითი ადამიანის პრობლემების ამსახველი პროგრამების აუცილებლობა, ხელისუფლებაზე საზოგადოებრივი საზოგადოებრივი მონიტორინგის შინაარსის მატარებელი პუბლიცისტური საგამოძიებო პროგრამები და სიუჟეტები, სარედაქციო დამოუკიდებლობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის, საზოგადოებაში არსებული პლურალისტური მასაზრებების, დებატების აუცილებლობა. ეს ყველაფერი 2008 წელს მხოლოდ ქაღალდზე დეკლარირებული აღმოჩნდა და ასეთივე სულისკვეთება გრძელდება დღემდე.                    ქართულ სინამდვილეში საზოგადოებრივი მაუწყებელი მხოლოდ სახელწოდებაა, როგორც ჩანს ავტორიტარულ რეჟიმში გაჩენილი, გაზრდილი და გამოკვებილი მაუწყებელი საკუთარ ტრადიციას იოლად ვერ უღალატებს, ვინაიდან მისი თავისუფლება ხელისუფლების ნების პირდაპირპროპორციულია,  ამიტომაც ჩვენს წინაშე ორი საქართველოა, ერთ სატელევიზიო სივრცეში მოქცეული, ერთში 6 მაისს დატრიალებული მოვლენების შედეგად თავგატეხილი ადამიანების კადრების ფონზე წამყვანის ტექსტი უარყოფს დაშავებულთა შესახებ რაიმე ინფორმაციის არსებობას, სადაც მხოლოდ ხელისუფლების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას გმობენ და მეორე საქართველო სადაც, დღეს მამისონის უღელტეხილის  ირგვლივ ბურუსით მოცული მოვლენების შესახებ კითხვები ჩნდება და სადაც 15 ივნისს ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის გამო , პროტესტის ნიშნად ტელეკომპანიები წყვეტენ მაუწყებლობას.                        თანამედროვე ეტაპზე ჩვენ ვუყურებთ ჩანაცვლებას იმისა, რასაც პოლიტიკა ჰქვია, სიმბოლური პოლიტიკით, როდესაც პოლიტიკური პროცესები არა რაციონალური კრიტერიუმებით, არამედ მათი სანახაობრივი მიმზიდველობით ფასდება. შეტყობინებაზე ფსიქოლოგიური ოპერაციის განხორციელებით , ინფორმაციაზე კონტროლის დაწესებით, დეზინფორმაციის, ფაქტების გადაფარვის, შერჩევის, საინფორმაციო რაციონის განსაზღვრით, ხელისუფლებისათვის არასაჭირო ინფორმაციის მიჩუმათებით და  სინამდვილის ობიექტური სურათის სანაცვლოდ ვირტუალური რეალობის შექმნით, ჩვენი სატელევიზიო სივრცე დემოკრატიული ხმაურის პრინციპებს იყენებს, ხოლო იმ შეტყობინებას, რომლის გაჟონვასაც თავს ვერ დააღწევს მრავალრიცხოვანი ინფორმაციების დინებაში შეუმჩნეველ პოზიციაზე გადაისვრის. პოლიტიკის ტრანკვილიზატორად გადაქცევა, მხოლოდ გარკვეული დროით ახდენს საზოგადოების ლოიალობას ხელისუფლების მიმართ, თუ პრობლემა რეალურად არ წყდება, სიტუაცია ადრე, თუ გვიან მაინც შემოტრიალდება სოციო-ეკონომიკურ კრიზისად და მაშინ, მიუხედავად კომუნიკაციის საშუალებათა ძლევამოსილებისა, ობიექტურ რეალობასა და ვირტუალურ რეალობას შორის არსებული ნაპრალის შევსება შეუძლებელია, რაც მეტად არის სიმბოლური პოლიტიკის მექანიზმები ამოქმედებული, მით უფრო მძაფრია ადამიანებისათვის მწარე სინამდვილესთან შეჯახება.                    

 
    

  
ნანახია: 838 | დაამატა: defaultNick | რეიტინგი: 5.0/1 |
სექციის კატეგორიები
საიტის სიახლეები [2]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა
მთავარი რედაქტორი ნანა დოლიძე
საავტორო უფლებები დაცულია
Copyright MyCorp © 2017 |